მიხეილ სარჯველაძე ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტზე: არაფერი ანტიევროპული აქ არ იყო, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერავინ იხილავდა ჩემს მხარდაჭერას

მოტივაცია ის იყო, რომ ევროპის მიღმა ბევრი მხარე შეიძლება იყოს, რომელიც ისეთ რამეს აკეთებდეს, ემოციებზე თამაშით საფრთხეს უქმნიდეს ქვეყანას, საზოგადოებას უნდა ჰქონოდა ინფორმაცია იმის შესახებ, ვინ საიდან შეიძლება იღებდეს ენერგიას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, მიუღებელი და დაუშვებელია სტიგმატიზაცია, დეპუტატების ბულინგი:

„ხალხი გრძნობს თავს პასუხისმგებლად, ღირებულია მისთვის ევროპული მომავალი, ჩემთვისაც ღირებულია, რა თქმა უნდა, როცა ექცევი ემოციური ფონის ქვეშ, ამან ბუნებრივია შეიძლება შეგიყვანოს შეცდომაში, ეს არის ყოველთვის, ამისთვის არავის ვამტყუნებ. იქ სხვადასხვა მოტივაციით მისულ ადამიანებს ერთ ქვაბში როგორ ჩავყრი?! ეს გამორიცხულია, მაგრამ იქ ვინც მივიდა გულწრფელი პროტესტით, მათ დიდ ნაწილს გაუჩნდა ეს კითხვის ნიშნები. დავინახეთ ისიც, რომ ახლოს ვართ იმ რთულ მდგომარეობასთან, როცა ემოცია ანაცვლებს სივრცეს, სადაც რეალურად რაციონალურ არგუმენტებზე უნდა იყოს მსჯელობა. ევროპული ცივილიზაცია ნიშნავს აზროვნებას, ეს არის ევროპელობა.

მოტივაცია ის იყო, რომ ევროპის მიღმა ბევრი მხარე შეიძლება იყოს, რომელიც ისეთ რამეს აკეთებდეს, ემოციებზე თამაშით საფრთხეს უქმნიდეს ქვეყანას, საზოგადოებას უნდა ჰქონოდა ინფორმაცია იმის შესახებ, ვინ საიდან შეიძლება იღებდეს ენერგიას. არაფერი ანტიევროპული აქ არ იყო, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერავინ იხილავდა ჩემს მხარდაჭერას პირველი მოსმენით, მეორე მოსმენისთვის ყველა საკითხის გასწორების პირობით, ასეთი იყო ჩემი თანაგუნდელების, ყველას პოზიცია. როდესაც დაიწყო სტიგმატიზაცია და დეპუტატების ბულინგი, ეს დაუშვებელია“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები