სალომე ზურაბიშვილი: ჩვენ ევროპარლამენტის მხარდაჭერის იმედი გვაქვს

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასთან შეხვედრა გამართა.

ზურაბიშვილის თქმით, საქართველოს ევროპარლამენტის მხარდაჭერის იმედი აქვს.

„ძალიან ნაყოფიერი საუბარი შედგა ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასთან – როგორ გავაძლიეროთ საქართველოს პერსპექტივები კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ხაზგასმით აღვნიშნე საქართველოს მოსახლეობის ურყევი სწრაფვა ამ ევროპულ გზაზე. ჩვენ ევროპარლამენტის მხარდაჭერის იმედი გვაქვს“, – წერს სალომე ზურაბიშვილი Twitter-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები