ირაკლი კობახიძე ხაბეიშვილზე: როგორი არასერიოზულიც არის ეს კაცი, ისეთივე არასერიოზულია ნებისმიერი მისი ანონსი

როგორი არასერიოზულიც არის ეს კაცი, ისეთივე არასერიოზულია ნებისმიერი მისი ანონსი, – ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე „ნაცმოძრაობის“ ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის მიერ 9 აპრილს დაანონსებულ აქციას.

მისი თქმით, ხაბეიშვილი რეალურად „ნაცმოძრაობის“ ფორმალური თავმჯდომარეა.

„როგორი არასერიოზულიც არის ეს კაცი, ისეთივე არასერიოზულია ნებისმიერი მისი ანონსი. ხაბეიშვილი რეალურად არის „ნაცმოძრაობის“ ფორმალური თავმჯდომარე. სინამდვილეში რეალური დაპირისპირება არის კეზერაშვილსა და მერაბიშვილს შორის, იმისთვის, რომ ერთი ან მეორე გახდეს ამ პოლიტიკურ პარტიაში ლიდერი. აბსოლუტურად არასერიოზულია ხაბეიშვილის ასეთი ანონსი“, – განაცხადა კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები