ლევან იოსელიანი: მზად ვარ, მიხეილ სააკაშვილს შევხვდე

მე ყოველთვის მზად ვარ შევხვდე მიხეილ სააკაშვილს, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ის გეგმავს კონსილიუმის წევრებს შეხვედრას, რათა მათგან შემდგომი ნაბიჯების შესახებ მოისმინოს.

„იცით, რომ სახალხო დამცველთან არსებობს კონსილიუმი, რომელიც პერიოდულად აფასებს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას. ვაპირებ, შევხვდე მათ და მათგან მოვისმინო კონკრეტულად, რა გეგმა აქვთ და როგორ აპირებენ პროცესის გააგრძელებს.

ვაპირებ შევხვდე ყველა დაინტერესებულ პირს, ოჯახის წევრებსაც და მათი მოსაზრებებიც მოვისმინო. თავისთავად, სახალხო დამცველი გააგრძელებს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ზედამხედველობას და მისი სურვილის შემთხვევაში შეხვედრას. მე ყოველთვის მზად ვარ შევხვდე მიხეილ სააკაშვილს“, – განაცხადა იოსელიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები