დიეგო ჩხიკვაძე ევროპის ჩემპიონია
ქართველი მოჭიდავე დიეგო ჩხიკვაძე რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, 67 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე სპორტსმენმა ფინალურ შეხვედრაში თურქი მუსტაფა საფა ილდირიმი დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ დიეგო ჩხიკვაძემ 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მეორედ მოიპოვა.