ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტში 85 სკოლის გუნდი დარეგისტრირდა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტში „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“ მონაწილეობის მისაღებად 85 საჯარო და კერძო სკოლის 510 მოსწავლე დარეგისტრირდა.

ეროვნული არქივის ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობას მიიღებენ VIII-XII კლასის მოსწავლეები.

„თითოეული სკოლა წარმოდგენილია ერთი გუნდით, რომელშიც 5 ძირითადი და ერთი სათადარიგო წევრია.

ვიქტორინის ნახევარფინალური და ფინალური ეტაპები „რა? სად? როდის?“ ინტელექტუალური თამაშის პრინციპით 2023წლის აპრილსა და მაისში ჩატარდება. გამარჯვებულები რამდენიმე ნომინაციაში გამოვლინდებიან და სხვადასხვა პრიზითა და სიგელით დაჯილდოვდებიან.

საგანმანათლებლო პროექტს – საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა – 2015 წელს ჩაეყარა საფუძველი და მისი მიზანი ჩვენი ქვეყნის 1918-1921 წლების ისტორიით მოსწავლეთა დაინტერესებაა.

პროექტი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ბმულზე:
https://archive.gov.ge/ge/saganmanatleblo-proekti-2023-1“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები