სალომე ზურაბიშვილი: მადლობა ლიეტუვას ქართველი ხალხისა და ჩვენი ევროპული გზის ურყევი მხარდაჭერისთვის
მადლობა ლიეტუვას ქართველი ხალხისა და ჩვენი ევროპული გზის ურყევი მხარდაჭერისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ზურაბიშვილი „ტვიტერზე“ლიეტუვის პრეზიდენტის, გიტანას ნაუსედას „ტვიტს“ ეხმაურება, რომელშიც ის საქართველოს ევროინტეგრაციის მცდელობების მიმართ მხარდაჭერას გამოთქვამს.
„პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად განვიხილე საქართველოში მიმდინარე მოვლენები. დავუდასტურე ლიეტუვის მხარდაჭერა საქართველოს ევროინტეგრაციის მცდელობებში. ლიეტუვა მზადაა დაეხმაროს საჭირო რეფორმების გზაზე საქართველოს“, – წერს ნაუსედა Twitter-ზე.
Thank you for 🇱🇹 unwavering support of the 🇬🇪 people and our European path 🇪🇺 https://t.co/BO9QbltfO5
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) March 14, 2023