მერაბიშვილი – ე.წ. აგენტების კანონპროექტის წინააღმდეგ აქციებზე: ამ მიტინგით მიღწეული ერთ-ერთი მიზანი იქნება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება
ამ მიტინგით მიღწეული ერთ-ერთი მიზანი იქნება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა ჟურნალისტ ევგენი კისელიოვის იუთუბ-არხზე, 8 მარტის გადაცემაში განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვას, არის თუ არა ამჟამინდელი პროტესტის ერთ-ერთი ლოზუნგი – „თავისუფლება სააკაშვილს“, მერაბიშვილმა უპასუხა, რომ მათი პარტია [ნაციონალური მოძრაობა] პირველ საკითხად აყენებს სააკაშვილის გათავისუფლებას.
„ჩვენი პარტია პირველ საკითხად აყენებს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას და ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ. ამ მიტინგით მიღწეული ერთ-ერთი მიზანი იქნება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება. უნდა გესმოდეთ, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება ნახევარ საათში ივანიშვილის რეჟიმის დასასრულს ნიშნავს. სწორედ ამიტომ ივანიშვილს ამ დრომდე ჰყავს დაპატიმრებული სააკაშვილი“, – თქვა მერაბიშვილმა.