“სიტყვით გამოსვლები აღარ იქნება” – პარლამენტთან სცენას და ტექნიკურ მოწყობილობებს შლიან
პარლამენტის შენობის წინ, რუსთაველის გამზირზე მოწყობილ სცენას და ტექნიკურ აპარატურას შლიან.
აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, თამარ ჯაყელის თქმით, პარლამენტის წინ სიტყვით გამოსვლები არ იქნება.
ამ წუთებში აქცია საკანონმდებლო ორგანოს უკანა შესასვლელთან მიმდინარეობს.