ხატია დეკანოიძე: საზოგადოებამ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა – მსოფლიომ თავიდან აღმოაჩინა საქართველო, ქვეყანა მსოფლიო დღის წესრიგში დაბრუნდა

საქართველოს საზოგადოებამ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა – მსოფლიომ თავიდან აღმოაჩინა საქართველო, ქვეყანა მსოფლიო დღის წესრიგში დაბრუნდა, როგორც ევროპული საზოგადოება, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ხატია დეკანოიძემ საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა.

მისი თქმით, „ხალხის ძალის“ კანონპროექტის გაწვევა ახალგაზრდებისა და საზოგადოების ერთიანობის დამსახურებაა.

„ეს არის ახალგაზრდების და მათი პროტესტის დამსახურება, ვინც არ შეუშინდა დარბევას, მოწამვლას, გაზს. ეს არის საზოგადოების ერთიანობის დამსახურება – ყველა ადამიანის. საქართველოს საზოგადოებამ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა – მსოფლიომ თავიდან აღმოაჩინა საქართველო, ქვეყანა მსოფლიო დღის წესრიგში დაბრუნდა, როგორც ევროპული საზოგადოება. „ქართული ოცნების“ მცდელობის მიუხედავად, საქართველო რუსეთში არ დაბრუნდება და ეს იყო ახალგაზრდების გზავნილი. უმრავლესობას სახეზე ეტყობოდა, როგორი იყო მათი მორალური მდგომარეობა“, – თქვა დეკანოიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები