ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პარლამენტის ტრიბუნა დაიკავეს და საქართველო-ევროკავშირის დროშები გადმოფინეს
“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონპროექტის მეორე მოსმენით ჩავარდნის შემდეგ, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა სხდომათა დარბაზში პარლამენტის ტრიბუნა დაიკავეს და საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გადმოფინეს.
შეგახსენებთ, პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი მეორე მოსმენით ჩააგდო. კანონპროექტს მხარი ერთმა დეპუტატმა დიტო სამხარაძემ დაუჭირა, 35 კი მოწინააღმდეგე იყო.
რაც შეეხება მეორე კანონპროექტს, რომელიც პირველი მოსმენით კენჭისყრაზე არ დამდგარა, როგორც შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, ინიციატორებმა უკვე გაიწვიეს.