აქციის მონაწილეებმა გიორგი ვაშაძეს სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა არ მისცეს

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეებმა “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერს, გიორგი ვაშაძეს სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა არ მისცეს.

როგორც მათ აღნიშნეს, საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციაზე პოლიტიკური განცხადებები არ სურთ.
„დავიღალეთ პოლიტიკოსებით“, – თქვეს მათ.

მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეებმა ვაშაძის სიტყვით გამოსვლა გააპროტესტეს, მან ტერიტორია დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები