პარლამენტის სასესიო დარბაზში ხმაური იყო

პარლამენტის სხდომათა დარბაზში, „უცხოური გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ჩავარდნის შემდეგ, ხმაური იყო.

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ვინაიდან აღნიშნული საკითხის ჩაგდებასთან დაკავშირებით საერთო კონსენსუსი არსებობს, საკითხი აღარ განიხილებოდა და, შესაბამისად, გამოსვლებიც არ იქნებოდა.

პაპუაშვილის ამ განცხადებას ოპოზიციის მხრიდან ხმაური მოჰყვა. მათი თქმით, დეპუტატებს სიტყვით გამოსვლის საშუალება უნდა ჰქონოდათ.

ცნობისთვის, პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი მეორე მოსმენით ჩააგდო. კანონპროექტს მხარი ერთმა დეპუტატმა დიტო სამხარაძემ დაუჭირა, 35 კი მოწინააღმდეგე იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები