საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს კიდევ ერთ პოსტს, ამჯერად, ქართულ ენაზე უძღვნის.
როგორც პოლიტიკოსი წერს, ევროპაში გაიგეს ქართველების ერთგულება დემოკრატიული ღირებულებების მიმართ.
“დავინახეთ ქართველების ერთგულება დემოკრატიული ღირებულებების, პრესისა და გაერთიანების თავისუფლების მიმართ. ევროპისკენ შეტრიალებულმა საქართველომ იცის, რომ შეუძლია საფრანგეთის მეგობრობის იმედი ჰქონდეს”,- წერს პოლიტიკოსი.