რუსეთის ეკონომიკის სამინისტრო მოქალაქეებს საქართველოში გამგზავრებისგან თავის შეკავებას ურჩევს

რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ქვეყნის მოქალაქეებს მოუწოდებს, საქართველოში მოგზაურობისგან თავი შეიკავონ.

მიმართვაში აღნიშნულია, რომ რუსეთის იმ მოქალაქეებმა, რომლებიც თბილისსა და ბათუმში ამჟამად იმყოფებიან, თავი უნდა შეიკავონ ხალხმრავალ ადგილებში ყოფნისგან.

სამინისტრომ შესთავაზა ორგანიზებულ ტურისტებს, საჭიროების შემთხვევაში, დახმარებისთვის მიმართონ ტურისტთა დახმარების ასოციაციას, ხოლო მოგზაურებს, რომლებიც დამოუკიდებლად გადაადგილდებიან – შვეიცარიის საელჩოს, რომლის სპეციალური განყოფილება საქართველოში რუსეთის ინტერესებს წარმოადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები