ხათუნა სამნიძე: ჩემი განცხადების უზუსტო ინტერპრეტაციის გამო ვაზუსტებ, რომ აქციების გაგრძელება უნდა მოხდეს იმავე მოთხოვნით – არა რუსულ კანონს!

“მეგობრებო, ჩემი განცხადების უზუსტო ინტერპრეტაციის გამო ვაზუსტებ, რომ აქციების გაგრძელება უნდა მოხდეს იმავე მოთხოვნით – არა რუსულ კანონს! კანონის გაწვევის პროცესის ბოლომდე მიყვანა არის ჩვენი მიზანი”, – ამის შესახებ “რესპუბლიკური პარტიის“ წევრი, ხათუნა სამნიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, მოთხოვნა არ უნდა შეიცვალოს.

“უნდობლობა “ოცნების” მიმართ რეალობაა, რომელზეც პასუხის ისევ – არა რუსულ კანონს! გაიწვიეთ და ეს საქმე მიიყვანეთ ბოლომდე!!!!

ბოდიში ყველასთან, ვინც მომწერეთ და აღელდით, მე ვიდექი თქვენთან ერთად და ვიდგები მოთხოვნით – არა რუსულ კანონს!

მოთხოვნა არ უნდა შეიცვალოს. მე არ ვემხრობი აქციების სხვა მოთხოვნით გაგრძელებას. ამაში ვარ დარწმუნებული და ამიტომაც ვაზუსტებ ისევ – კანონის გაწვევის პროცედურები ბოლომდე მიიყვანოს “ოცნებამ”! მე რაც შემიძლია, ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ!”, – წერს სამნიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები