ალეკო ელისაშვილი: საპარლამენტო ოპოზიციის ერთ ნაწილს მივმართავ – მორჩით ახლა ამ ბოიკოტობანას

“საპარლამენტო ოპოზიციის ერთ ნაწილს მივმართავ – მორჩით ახლა ამ ბოიკოტობანას”, – ამის შესახებ “მოქალაქეების” ლიდერი, ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, “ხალხის ძალის” კანონპროექტის საკითხი ჯერ კიდევ მოსაგვარებელია.

“ამ რუსული კანონის ბოლომდე მიხრჩობის პროცედურული საქმე პარლამენტშია დასამთავრებელი. რეგლამენტის თანახმად, ხელახლა კენჭისყრაზე უნდა დადგეს და უნდა ჩავარდეს კანონი და მაგით დამთავრდება. მანამდე დაპაუზება ისევ საფრთხის შემცველია და მტერი ენდო ,,ოცნებას”, – წერს ელისაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები