ევროპარლამენტარი ანა გომესი: საქართველო სავსეა გამბედავი კაცებითა და ქალებით – დროა, მოვაშოროთ ოლიგარქი და მისი მსახურები
დროა მოვაშოროთ ოლიგარქი და მისი მსახურები, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი ანა გომესი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს.
„საქართველო ერთ-ერთი ულამაზესი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც არაერთხელ ვარ ნამყოფი. სავსეა დიდი გამბედავი მამაკაცებითა და ქალებით, ასევე ღრმა ევროპული მისწრაფებებით. დროა მოვაშოროთ ოლიგარქი და მისი მსახურები“, – წერს ანა გომესი Twitter-ზე.
Geórgia – um dos países mais belos do mundo, que visitei em trabalho pelo PE inúmeras vezes. Cheio de homens e mulheres de grande coragem e capacidade e de profundas aspirações europeias. Tempo de porem a andar o oligarca de serviço e os seus serviçais. #Georgia https://t.co/rfXso2z8i4
— Ana Gomes (@AnaMartinsGomes) March 7, 2023