ირაკლი ჩიქოვანი: მორიგ ჯერზე ვხედავთ, რომ ყველა ეს კამპანია, მთლიანი კამპანია, მათ შორის ფეიკკამპანია, რომელიც გულისხმობდა ამ კანონის დაბრენდვას, საბოლოო ჯამში მიდის მიხეილ სააკაშვილთან
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ჩიქოვანი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ბლოგერ მარკ ფეიგინის განცხადებასა და უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის ყოფილი მრჩეველის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, სააკაშვილი არის პატიმარი, რომლის ყველა უფლება უზრუნველყოფილია.
„მორიგ ჯერზე ვხედავთ, რომ ყველა ეს კამპანია, მთლიანი კამპანია, მათ შორის ფეიკკამპანია, რომელიც გულისხმობდა ამ კანონის დაბრენდვას, საბოლოო ჯამში მიდის მიხეილ სააკაშვილთან და „ნაციონალურ მოძრაობასთან“,-აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.