“დააშოშმინეთ ბორელი თავისი მორალით, ამჯერად, საქართველოს მოქალაქეებს აბულინგებს” – კარასინი

“ეს უკვე წესიერების ზღვარს სცდება!”, – ასე გამოეხმაურა რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელი, გრიგორი კარასინი ჟოზეფ ბორელის მიერ “უცხოური აგენტების შესახებ” კანონის შესახებ გაკეთებულ განცხადებას.

ჟოზეფ ბორელის თქმით, ეს კანონი შეუსაბამოა ევროკავშირის ღირებულებებთან და საქართველოს პარლამენტის მიერ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღება ცუდი მოვლენაა საქართველოსა და მისი ხალხისთვის.

როგორც კარასინი “ტელეგრამში” წერს, “ძალიან გთხოვთ, დააშოშმინეთ ბორელი! ისევ გამოდის თავისი მორალისტობით, ამჯერად, საქართველოს მოქალაქეებს აბულინგებს. ეს უკვე წესიერების ზღვარს სცდება!”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები