პოლიციამ პარლამენტთან რკინის ჯებირები განათავსა
პარლამენტის შენობის წინ რკინის ჯებირები, რომელიც გუშინ აქციის მონაწილეებმა წააქციეს, კვლავ განათავსეს. ბარიკადები აღიმართა პარლამენტის უკანა მხარესაც.
საკანონმდებლო ორგანოსთან საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები იმყოფებიან. ადგილზე ამ დროისთვის სიმშვიდეა.
უსაფრთხოების ზომების გამკაცრება, სავარაუდოდ, დღეს დაგეგმილ მორიგ აქციას უკავშირდება. მოქალაქეები პარლამენტთან 15:00 საათზე შეიკრიბებიან და ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ.