კობახიძე: 2003 წელს მოხდა ჯაშუშების რევოლუცია, რომელმაც საქართველოს ანტიევროპული 9 წელი მოუტანა
2003 წელს მოხდა ჯაშუშების რევოლუცია, რომელმაც საქართველოს ანტიევროპული 9 წელი მოუტანა: ადამიანების წამება, ბიზნესის რეკეტი, მედიის მიტაცება და საქართველოს ტერიტორიების 20%-ის დაკარგვა მოუტანა, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ქართული საზოგადოება მომწიფებულია იმისთვის, რომ “იმავე ჯაშუშების ახალი რევოლუცია” აღარ დაუშვას.
“საქართველოში 2003 წელს მოხდა ჯაშუშების რევოლუცია, რომელმაც საქართველოს ანტიევროპული 9 წელი მოუტანა: ადამიანების წამება, ბიზნესის რეკეტი, მედიის მიტაცება და საქართველოს ტერიტორიების 20%-ის დაკარგვა მოუტანა. მაშინ ჯაშუშებმა შეძლებს მანიპულირება საზოგადოების გულწრფელი ემოციებით და პრინციპული შეცდომა დააშვებინეს. დღეს ქართული საზოგადოება მომწიფებულია იმისათვის, რომ იმავე ჯაშუშების ახალი რევოლუცია და ქვეყნის წარსულში დაბრუნება არ დაუშვას”, – განაცხადა კობახიძემ.