კობახიძე: არ გვახსენდება არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვა სუბიექტების მღელვარება, როდესაც რადიკალური ოპოზიცია ჩვენი ხელისუფლების სტიგმატიზაციას ცდილობდა

სამწუხაროდ, არ გვახსენდება იარლიყების მიწებების დაგმობა და “ქართული ოცნების” წარმომადგენლების შედარება სანდრო ახმეტელთან და ტიციან ტაბიძესთან, როდესაც რადიკალები იარლიყებს გვაწებებდნენ, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში ბრიფინგზე განაცხადა.

“ნაციონალური მოძრაობა” ჯერ კიდევ 2012 წლიდან მოიხსენიებს “ქართულ ოცნებას” პრორუსულ ძალად. ამ იარლიყს გვაწებებდნენ ისინი, როდესაც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას ვაწერდით ხელს, ხელს ვაწერდით თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ევროკავშირთან, მივიღეთ უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, უპრეცედენტოდ გავაფართოვეთ თანამშრომლობა ნატოსთან. ჩვენ არ გვახსენდება არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვა სუბიექტების მღელვარება, როდესაც რადიკალური ოპოზიცია ჩვენი ხელისუფლების სტიგმატიზაციას ცდილობდა. სამწუხაროდ, არ გვახსენდება იარლიყების მიწებების დაგმობა და “ქართული ოცნების” წარმომადგენლების შედარება სანდრო ახმეტელთან და ტიციან ტაბიძესთან, როდესაც რადიკალები იარლიყებს გვაწებებდნენ. სამაგიეროდ დღეს კონკრეტული ძალები სანდრო ახმეტელსა და ტიციან ტაბიძეს ადარებენ გიგა მაქარაშვილსა და ბაია პატარაიას, რომლებიც თავისი არსით ჩვენი ღირსეული წინაპრების ჩვენი ანტიპოდები არიან”, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები