ირაკლი კობახიძე: ჩვენ ვივლით წინ ქრისტიანობით ევროპისკენ – ჩვენ ვივლით წინ ღირსებით ევროპისკენ

“ჩვენ ვივლით წინ ქრისტიანობით ევროპისკენ, ჩვენ ვივლით სუვერენიტეტით ევროპისკენ, ჩვენ ვივლით წინ ღირსებით ევროპისკენ”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ეკლესიის მაგინებლები საქართველოს ევროკავშირში ვერასდროს შეიყვანენ.

“საქართველოს მოსახლეობის 80%-ზე მეტი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მომავალს და 90%-ზე მეტი ნდობას უცხადებს მართლმადიდებელ ეკლესიას. აქედან ცხადად ჩანს, რომ ეკლესიის მაგინებლები ვერასდროს შეიყვანენ საქართველოს ევროკავშირში. ჩვენ ვივლით წინ ქრისტიანობით ევროპისკენ, ჩვენ ვივლით სუვერენიტეტით ევროპისკენ, ჩვენ ვივლით წინ ღირსებით ევროპისკენ”, – აღნიშნა კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები