აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან განთავსებული რკინის ჯებირები მოხსნეს
პარლამენტთან კვლავ დაძაბული ვითარებაა.
აქციის მონაწილეებმა საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან განთავსებული რკინის ჯებირები მოხსნეს.
სამართალდამცველებმა რამდენიმე მოქალაქე ტერიტორიიდან გაიყვანეს.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. შეკრებილები „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტს აპროტესტებენ, რომელიც საკანონმდებლო ორგანომ პირველი მოსმენით მიიღო.