აქციის მონაწილეებმა ლევან იოსელიანს კვერცხები ესროლეს
პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს კვერცხები ესროლეს.
აქციაზე ახლად არჩეული ომბუდსმენის გამოჩენას იქ მყოფი საზოგადოების მხრიდან პროტესტი მოჰყვა.
იოსელიანი ადგილიდან სახალხო დამცველის მოადგილემ გიორგი ბურჯანაძემ და პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა გაიყვანეს.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. შეკრებილები „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტს აპროტესტებენ, რომელიც საკანონმდებლო ორგანომ პირველი მოსმენით მიიღო.