თავდაცვის სამინისტრო: თავდაცვის ძალების გარკვეული ქვედანაყოფის დაუმორჩილებლობის შესახებ ინფორმაცია წარმოადგენს სიცრუეს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართულ მცდელობას

სოციალურ ქსელში, ყალბი გვერდების გამოყენებით ვრცელდება დეზინფორმაცია, თავდაცვის ძალების გარკვეული ქვედანაყოფის დაუმორჩილებლობის შესახებ, – ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„ეს ინფორმაცია წარმოადგენს სიცრუეს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართულ მცდელობას. მოვუწოდებთ ყველას თავი შეიკავონ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან“, – აღნიშნავენ თავდაცვის უწყებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები