აქციის დასრულებამდე ვიქნები აქ და ჩემი თვალით ვნახავ, რომ მერე აქ მიმდინარე მოვლენების სწორი შეფასებები გავაკეთო, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე ჟურნალისტებს განუცხადა.
„მოვედი, რომ ჩემი თვალით დავაკვირდე რა ხდება რუსთაველზე, კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ პოლიციას და დავრწმუნდე, რომ არ ექნება ძალის გადამეტებას ადგილი და მომიტინგეების გამოხატულება იქნება სრულად დაცული. აქციის დასრულებამდე ვიქნები აქ და ჩემი თვალით ვნახავ, რომ მერე აქ მიმდინარე მოვლენების სწორი შეფასებები გავაკეთო“, – განაცხადა იოსელიანმა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. შეკრებილები „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტს აპროტესტებენ, რომელიც საკანონმდებლო ორგანომ პირველი მოსმენით მიიღო.