ლევან იოსელიანი პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მივიდა

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მივიდა.

მანამდე იოსელიანმა განცხადება გაავრცელა, სადაც შსს-ს მოუწოდა არ გამოიყენოს არაპროპორციული ძალა შეკრების მშვიდობიანი მონაწილეების წინააღმდეგ, შეკრებაში მონაწილეებს კი მოუწოდა, რომ არ გასცდნენ კანონისმიერ ჩარჩოებს.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. შეკრებილები „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტს აპროტესტებენ, რომელიც საკანონმდებლო ორგანომ პირველი მოსმენით მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები