სამართალდამცველებმა პარლამენტთან ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს

პარლამენტის შენობასთან, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს.

მანამდე შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოქალაქეები გააფრთხილა, რომ არ გასცდენოდნენ მშვიდობიანი შეკრებებისა და მანიფესტაციის ფარგლებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, პოლიციის მხრიდან გამოყენებული იქნებოდა კანონით გათვალისწინებული პროპორციული ძალა, მათ შორის, სპეციალური საშუალებები.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის შენობასთან დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც საკანონმდებლო ორგანომ „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები