გოგა ხაინდრავა: დღეს არის სამარცხვინო დღე საქართველო-აშშ-ის 30-წლიანი ურთიერთობების ისტორიაში, როდესაც აშშ-ს საელჩო შეეცადა მოეხდინა მასიური არეულობის პროვოცირება

დღეს არის სამარცხვინო დღე საქართველო – აშშ-ს 30 წლიანი ურთიერთობების ისტორიაში. დღე როდესაც აშშ-ს საელჩო შეეცადა მოეხდინა მასიური არეულობის პროვოცირება, – ასე ეხმაურება კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა აგენტების ამერიკულ კანონთან დაკავშირებით აშშ-ის საელჩოს განცხადებას.

„მინდა მჯეროდეს, აშშ-ს დემოკრატია ბოროტების იმპერიად არ გადაიქცევა!“, – წერს ხაინდრავა Twitter-ზე.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის საელჩომ „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით განცხადება რამდენიმე საათის წინ გაავრცელა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები