მამუკა მდინარაძის განცხადებით, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტების განხილვა 9 მარტს მოხდება

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე, „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტები 9 მარტს განიხილება.

მისივე თქმით, საკანონმდებლო ორგანოში 7 მარტს დაგეგმილ სხდომაზე სამხედრო სავალდებულო სამსახურის შესახებ კანონისა და სხვა მიმდინარე კანონპროექტების განხილვა მოხდება.

„ცხელი დღეები გვქონდა ამ დღეებში და როგორც ჩანს, ჩვენი ოპონენტების მოქმედებებიდან გამომდინარე, ასეთივე კვირა გვექნება.

ხვალ ასეთი დღის წესრიგი გვექნება: პოლიტიკური განცხადებებით დაიწყება, შემდეგ განვიხილავთ სამხედრო სავალდებულო სამსახურის შესახებ კანონს და სხვა მიმდინარე კანონპროექტებს.

რაც შეეხება აგენტების ამერიკულ კანონს, ორივე კანონს ვგულისხმობ, ალბათ, ამისათვის ჩვენ მთელი დღე დაგვჭირდება და ხუთშაბათი გავითვალისწინეთ ამისთვის. ხუთშაბათს იქნება განხილვები ამასთან დაკავშირებით.

ხვალ იქნება სამხედრო სავალდებულო სამსახურის შესახებ კანონის განხილვაც, რომელიც ასევე ვნებათა ღელვის საფუძველი გახდა. ვფიქრობ, რომ ეს კანონი ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მოქალაქეების საუკეთესო ინტერესს ემსახურება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები