საპარლამენტო უმრავლესობა სახალხო დამცველის თანამდებობაზე ლევან იოსელიანის კანდიდატურას მხარს დაუჭერს

საპარლამენტო უმრავლესობა სახალხო დამცველის თანამდებობაზე პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ლევან იოსელიანის კანდიდატურას მხარს დაუჭერს.

ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„იყო დისკუსია ამასთან დაკავშირებით, თუმცა, საკითხი მალევე გადავწყვიტეთ. იოსელიანის კანდიდატურასთან დაკავშირებით უარყოფით კონტექსტში მხოლოდ ორი არგუმენტი იყო წარმოდგენილი, რომ პოლიტიკურად მიკერძოებული ადამიანი არ და ვერ უნდა იყოს კანდიდატი და აგრეთვე გაიხსენეს მის მიერ წარსულში გაკეთებული რამდენიმე განცხადება. ვფიქრობთ ყველა ერთად, რომ ეს არგუმენტები არ არის საკმარისი იმისთვის, რომ მის კანდიდატურაზე უარი ვთქვათ“, – აღნიშნა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველის ასარჩევად, რომელიც თანამდებობას ექვსი წლის ვადით დაიკავებს, 90 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები