რატი იონათამიშვილი – მელიაზე: არჩევნებს რომ ხაბეიშვილთან წააგებ, ამის მერე პოლიტიკაში როგორ უნდა დარჩე – ძალიან უხერხულია

“არჩევნებს რომ ხაბეიშვილთან წააგებ, ამის მერე პოლიტიკაში როგორ უნდა დარჩე, ეს ცოტა არ მესმის და ვფიქრობ, რომ ძალიან უხერხულია”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, რატი იონათამიშვილმა ნიკა მელიაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ის, რაც “ნაცმოძრაობაში” ხდება, არის პოლიტიკური სივრციდან მისი გაქრობა.

„პოლიტიკურ მომავალზე საუბარიც კი ზედმეტია. “ნაცმოძრაობა” ორად დაიშლება, სამად თუ რამდენ ხელისუფლებიანობა იქნება შიგნით, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ვინაიდან რასაც ჩვენ თვალს ვადევნებთ, ეს არის არა ნაწილებად დაშლა, არამედ საერთოდ ამ პარტიის გაქრობა ქართული პოლიტიკური სივრციდან“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

ცნობისთვის, „ქრონიკის“ ინფორმაციით, ნიკა მელია დამოუკიდებელ მოქმედებებს იწყებს და საკუთარ ოფისებსაც ხსნის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები