“სხვებს ამუნათებენ, პრორუსულებს ეძახიან” – ამირან სალუქვაძე გია ბუღაძის მიერ შესრულებულ ლენინის პორტრეტს ეხმაურება

გია ბუღაძის 1981 წლის შემოქმედებას ეზიარეთ. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი, ამირან სალუქვაძე წერს და ბუღაძის მიერ დახატულ ლენინის პორტრეტს აქვეყნებს.

“ამ ქმნილების ისტორია ნინო მიქიაშვილს უწერია, წაიკითხეთ, სახალისოა. ფოტოც ნინოსგან წამოვიღე.
ნახატი არაა პრობლემა. სხვებს ამუნათებენ, პრორუსულებს ეძახიან, აი, ასეთები…
გინდა, არ გინდა, გაგახსენდება ყუბანეიშვილის პოეზია და კრემლისადმი მეხოტბეობა, გიული ალასანიას ფრაზა რუსულ ენასა და რუსულ პლასტზე, გრიგოლ ვაშაძის რუსულ კულტურაზე, თემური ალასანიას პროფესია, სააკაშვილის დახვედრა ლარსზე და მისი 40-მდე ფარული შეხვედრა პუტინთან. ესენი რომ მედასავლეთრობაზე იოგებს იხევენ…
ვინც ქართულიდან სხვა ენაზე თარგმნის, მათთვის უფრო გასაგებად: ნახატი ეკუთვნის “ნაცმოძრაობის” ცნობილ აქტივისტს, სააკაშვილის ხმალამოღებულ მეხოტბეს, ნაშრომის “ფურთხების როლი თავისუფალი პერსონის ჩამოყალიბებაში” ავტორს გია ბუღაძეს “, – წერს სალუქვაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები