გიორგი ამილახვარი: აგვისტოს ომზე ბევრი კითხვა არსებობს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი ამილახვარი “ხალხის ძალის“ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც “რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება სააკაშვილის განთავისუფლების კამპანია, მით უფრო მეტ აქტუალობას შეიძენს შეკითხვა – რა მოხდა 2008 წლის აგვისტოში?!“.

ამილახვარის თქმით, აგვისტოს ომთან დაკავშირებით ბევრი კითხვა არსებობს, მათ შორის, სააკაშვილის გუნდმა საქართველოს რატომ დააბრალა ომის დაწყება.

„მიხეილ სააკაშვილი რომ საკმაოდ ბევრ ინფორმაციას ფლობს და არის რისკი, საშიშროება, გარკვეულ ეტაპზე მან ლაპარაკი დაიწყოს, ბუნებრივია, ალბათ აშფოთებთ იმ ძალებს, ვისი მხარდაჭერითაც ის საქართველოში შემოვიდა. რა თქმა უნდა, აგვისტოს ომზე ბევრი კითხვა არსებობს, მათ შორის იმაზე, სააკაშვილის გუნდმა რატომ დაუჭირა მხარი და საქართველოს დააბრალა ომის დაწყება“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები