კანონპროექტი “უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ” პარლამენტს დღეს წარედგინება

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დღეს “უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ” კანონპროექტს წარადგენენ.

კანონის პროექტის ავტორები “ხალხის ძალის” დეპუტატები: სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, დაჩი ბერაია და ვიქტორ ჯაფარიძე არიან.

აღნიშნული პროექტის მიხედვით, უცხოეთის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულება ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს ექნება, რომელიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს. კანონის მოქმედება არ გავრცელდება დიპლომატებზე, კონსულებსა და დიპლომატიური სამსახურისა და საკონსულო დაწესებულების თანამშრომლებზე.

კანონი ასევე არ შეეხება უცხო ქვეყნის თანამდებობის პირებს; პირს, რომელიც საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა და პირს, “რომელიც რელიგიურ, საგანმანათლებლო, მეცნიერულ, აკადემიურ ან სახელოვნებო საქმიანობას კეთილსინდისიერად ეწევა”.

კანონპროექტის ინიციატორების სახელით პარლამენტში ასევე ინიცირებულია “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები