სპეციალური საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს

გუშინ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით, სადაც აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლების მიერ ოჯახის გამოსახლება ხდებოდა, სპეციალური საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს.

“სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, 2023 წლის 24 თებერვალს, ცხელ ხაზზე შემოსული შეტყობინების საფუძველზე, გამოძიება ნიკა გიგაურის ოჯახის გამოსახლებისას, აღსრულების ეროვნული ბიუროს პოლიციის თანამშრომლების მიერ უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო”, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები