მამუკა მდინარაძე: ისლამური რადიკალიზმის დაფინანსების საფრთხეებზე საუბრის გამო ბოდიშის მოხდის მოთხოვნა, ძალიან უნიჭო პიარული სვლისა გარდა, რელიგიური რადიკალიზმის წახალისებაცაა

“ისლამური რადიკალიზმის დაფინანსების საფრთხეებზე საუბრის გამო ბოდიშის მოხდის მოთხოვნა, ძალიან უნიჭო პიარული სვლისა და ძალიან სახიფათო პროვოკაციის გარდა, არის რადიკალიზმის ყველა ფორმის, განსაკუთრებით რელიგიური რადიკალიზმის წახალისება”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ვინც ამას კადრულობს, ბოდიში ნამდვილად აქვს მოსახდელი.

“სწორედ ამისი მცდელობა აქვს ომის პარტიის ერთ-ერთ დანაყოფს!

რაც შეეხება ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებ მუსლიმებს, ჩვენს დებს და ძმებს, სწორედ მათი და ჩვენი საუკუნოვანი თანაცხოვრების, ურთიერთპატივისცემის უმძიმესი შეურაცხყოფაა “რადიკალური ისლამიზმის” ხსენებისას ამ ფრაზის მუსლიმებთან დაკავშირება და მათთან ასოცირების მცდელობა! ვინც ამას კადრულობს, მას კი ნამდვილად აქვს ბოდიში მოსახდელი!”, – წერს მდინარაძე.

​ცნობისთვის, დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ტარიელ ნაკაიძემ განაცხადა: “მამუკა მდინარაძე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს თითქოსდა ქვეყანაში არსებულ რადიკალურ ისლამიზმს უკავშირებს. მდინარაძე მართლაც ამ რუსული კანონის გატანის მცდელობით, მიზანმიმართულად ეწევა სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად საქართველოში მცხოვრები მუსლიმების მიმართ სიძულვილის გაღვივებას. მამუკა მდინარაძემ ბოდიში უნდა მოუხადოს საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს ასეთი შეურაცხყოფისთვის”.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები