„ქრონიკის“ ექსკლუზივი – კეზერაშვილი საქართველოს წინააღმდეგ ახალ გარიგებებს იწყებს
კეზერაშვილი საქართველოს წინააღმდეგ ახალ გარიგებებს იწყებს. „ქრონიკას“ ექსკლუზიურად მიაწოდეს ფოტო ლონდონიდან, რომელიც ასახავს საიდუმლო მოლაპარაკებების პროცესს ერთ-ერთ ბრიტანულ კომპანიასთან, რომელმაც საქართველოში უნდა მოახდინოს ანტისახელისუფლებო კამპანიის ლობირება მთავრობის დისკრედიტაციის მიზნით, რა დროსაც გამოკვეთილი უნდა იყოს ე.წ. რუსული ხაზი და სააკაშვილის წამების თემა.
ასევე, კეზერაშვილის დაფინანსებული ტელევიზიებისთვის, საერთაშორისო მედიების დახმარებით, კონკრეტული თემები ხელოვნურად შეიქმნას. როგორც „ქრონიკის“ წყარო ამბობს და ფოტოზეც ჩანს, ახალ ლობისტურ კომპანიასთან მოლაპარაკებებს მართავენ ყოფილი სახელმწიფო მინისტრი – თემურ იაკობაშვილი და ყოფილი ელჩი დიდ ბრიტანეთში – გიორგი ბადრიძე. ამავე წყაროს ინფორმაციით, იმის გამო, რომ ლობისტურ კომპანიასთან გაფორმებულმა კონტრაქტმა ხმაური არ გამოიწვიოს, მხოლოდ 100 000 ფუნტის ღირებულების კონტრაქტი გაფორმდება, ხოლო დანარჩენი გადაიხდება ქეშად. რამდენ მილიონზეა საუბარი, ამ დროისთვის „ქრონიკისთვის“ უცნობია.
შეხვედრაზე გამოითქვა უკმაყოფილება, რომ აქამდე წარმოებულმა კამპანიამ ქვეყნის წინააღმდეგ ვერანაირი შედეგი ვერ გამოიღო, ამიტომ გადაწყდა ახალი ლობისტური კომპანიის დაქირავება. აღსანიშნავია, რომ ფოტოზე არიან თავდაცვის ყოფილი მინისტრი – დავით კეზერაშვილი და სააკაშვილის ადმინისტრაციის უფროსი – დავით ტყეშელაშვილი.