ირაკლი კობახიძე: სიღრმისეულად განვიხილავთ ორივე კანონპროექტს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” და მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ რომელს დავუჭიროთ მხარი

“ჩვენ სიღრმისეულად განვიხილავთ ორივე კანონპროექტს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ და ჯამში მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ რომელ კანონპროექტს დავუჭიროთ მხარი”,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ “ხალხის ძალის” კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, თემა მნიშვნელოვანია, რადგან ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებს ეხება.

„ჩვენ როგორც გავიგეთ, მეორე კანონიც დაინიცირდება უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ. ეს იქნება ამერიკული კანონის ასლი. ჩემი პოზიცია ამ კანონთან დაკავშირებით გუშინ დავაფიქსირე. მე ვარ იურისტი და შემიძლია გითხრათ, რომ ეს კანონი არის უმძიმესი. თუმცა, ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ ორივე კანონთან დაკავშირებით. ზოგადად, თემა ძალიან მნიშვნელოვანია და ეხება ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებს. აქედან გამომდინარე ჩვენ სიღრმისეულად განვიხილავთ ორივე კანონპროექტს და ჯამში მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ რომელ კანონპროექტს დავუჭიროთ მხარი. ამერიკაში მოქმედებს ანალოგიური კანონი, არაადეკვატურად მკაცრი კანონი. ჩვენ ასეთი კანონის მიღება გვგონია, რომ არ არის სწორი. ევროპაშიც დაიწყეს მსჯელობა ასეთი კანონის მიღებასთან დაკავშირებით, პირდაპირ EPP-ის წარმომადგენელი გამოვიდა და მათ დაიწყეს ამ საკითხის ინიციირება და ისინი საუბრობენ ამერიკული კანონის კოპირებაზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, „ხალხის ძალამ“ პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დააინიცირა. კანონპროექტს კრიტიკული შეფასებები მოჰყვა. 21 თებერვალს კი „ხალხის ძალის“ ლიდერმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, რომ მოძრაობა კანონპროექტის ალტერნატიულ ვერსიასაც წარადგენს, რომელიც ამერიკული კანონის ზუსტი თარგმანი იქნება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები