ირაკლი კობახიძე: ხაბეიშვილი უკვე ხვდება, რომ ფორმალური თავმჯდომარეა
“ხაბეიშვილი თანდათან უკვე ხვდება, რომ ფორმალური თავმჯდომარეა და იბრძოლებს იმისთვის, რომ მეტი ავტონომია ჰქონდეს კეზერაშვილისგან, რომელიც არის მისი დამფინანსებელი და უფროსი, ან მერაბიშვილისგან მიიღოს მეტი ავტონომია და ა.შ.”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდა დაპირისპირება უფრო გაღრმავდება.
„იქ შიდა დაპირისპირებაა, ყველას თავისი ინტერესი აქვს, სააკაშვილს თავისი ინტერესი აქვს, კეზერაშვილს – თავისი, ხაბეიშვილს – თავისი და ეს ინტერესები წინააღმდეგობაში მოდის ერთმანეთთან. ხაბეიშვილი თანდათან უკვე ხვდება, რომ ფორმალური თავმჯდომარეა და იბრძოლებს იმისთვის, რომ მეტი ავტონომია ჰქონდეს კეზერაშვილისგან, რომელიც არის მისი დამფინანსებელი და უფროსი, ან მერაბიშვილისგან მიიღოს მეტი ავტონომია და ა.შ. რისი რესურსი აქვს ხაბეიშვილს, ეს ცალკე საკითხია, მაგრამ ეს შიდა დაპირისპირებები აუცილებლად კიდევ უფრო მეტად გაღრმავდება. აქ არის სრული კოლიზია, ყველას აქვს თავისი სუბიექტური ინტერესები, ერთმანეთს ჭამენ და ეს პროცესი გაგრძელდება, რაც კარგია, რადგან ეს ასუსტებს „ნაციონალურ მოძრაობას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.