პარლამენტის სამი კომიტეტის ერთობლივი თემატური მოკვლევის ჯგუფმა მორიგი შეხვედრა გამართა

აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტების ერთობლივი თემატური მოკვლევის მესამე ზეპირი მოსმენა გაიმართა. მოკვლევის თემაა – „ბაზრის მოთხოვნაზე მორგებული განათლების ხელმისაწვდომობა თანამედროვე აგრარული და გარემოსდაცვითი მიმართულებით“.

შეხვედრაზე სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს მოუსმინეს, რომლებმაც თავიანთი მიგნებები და მოსაზრებები ჯგუფის წევრებს გაუზიარეს.

სამუშაო შეხვედრაზე აგრარულ და გარემოსდაცვით სფეროში დეფიციტურ პროფესიებთან დაკავშირებულ პრობლემებზე იმსჯელეს და არსებული გამოწვევები და საჭიროებები განიხილეს.

სამუშაო ჯგუფის მთავარი მომხსენებლის, აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრის გიორგი ცაგარეიშვილის განცხადებით, აგრარული და გარემოსდაცვითი დარგების განვითარებისთვის მნიშვნელოვანია საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ერთობლივი მუშაობა.

მისი თქმით, მოკვლევის მთავარი მიზანია აღნიშნულ სფეროებში დეფიციტური პროფესიების იდენტიფიცირება და მისი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრა.

„შემოდის მოწინავე ტექნოლოგიები და ჩვენ უნდა დავახვედროთ ამ მოწინავე ტექნოლოგიებს ადამიანები, შესაბამისი განათლებით და ცოდნით“, – განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.

მოკვლევის ფარგლებში უკვე გაიმართა შეხვედრა უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლების და დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლებთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები