ზახაროვა კიევში ბაიდენის ვიზიტს ეხმაურება და ზელენსკი-სააკაშვილს შორის პარალელს ავლებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ ვოლოდიმირ ზელენსკის ბედი ციხეში მყოფ მიხეილ სააკაშვილს შეადარა.

ამის შესახებ მან კიევში აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის დღევანდელი ჩასვლის კომენტირებისას თქვა.

„როდესაც უყურებთ ბაიდენის დღევანდელ კადრებს კიევიდან, თავის ქვეშევრდომ ზელენსკისთან ერთად, არ დაივიწყოთ ყველა წინა ამერიკული პროექტის ბედი. სააკაშვილის ბედი, (ხუან) გუაიდოს ბედი – ეს არის ის, რაც ელოდება ყველას, ვინც თავისიანების სიცოცხლე მიჰყიდა ამერიკელებს: საკუთარი ხალხის მიერ დაწყევლილი, უსარგებლო, იძულებულები საკუთარი ქვეყნის ღალატზე ამერიკაში ნაშოვნი ფულები, ამერიკელ ადვოკატებზე დახარჯონ”, – წერს ზახაროვა.

მისი თქმით, ყველამ იცის, რომ სააკაშვილი დასავლეთის მიერ ყველა თვალსაზრისით შემუშავებული მასალაა, „ის დიდი ხნის წინ არის მიტოვებული მათ მიერ, ვინც თავის დროზე მასში ინვესტიცია ჩადო”.

ზახაროვამ ასევე გაიხსენა Reuters-ის გამოძიება, რომელიც ჩატარდა აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მონაცემების საფუძველზე.

„სააკაშვილი იხდის იმისთვის, რომ ის დასავლეთში არ დაივიწყონ… სააკაშვილმა უკვე თითქმის მილიონი დოლარი დახარჯა, რომ თბილისიდან გაიყვანონ, თავისი მადლიერი თანამემამულეების მართლმსაჯულებისგან დაიხსნან. პიკანტური დეტალი – თურმე, სააკაშვილის ადვოკატები, უცხოური აგენტების შესახებ აშშ-ის კანონმდებლობას არღვევენ, დროულად არ აწვდიან ინფორმაციას უცხოური დაფინანსების შესახებ,“ – წერს ზახაროვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები