ჰელგა მარია შმიდი: ვიზიარებთ საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში და მზად ვართ, სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების პროცესში მივიღოთ მონაწილეობა

ეუთოს გენერალური მდივანი, ჰელგა მარია შმიდი საქართველოს პრემიერმინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ “ტვიტერში” ეხმაურება.

ჰელგა მარია შმიდის თქმით, ეუთო იზიარებს საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში და მზად არის, სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების პროცესში მიიღოს მონაწილეობა. “სასიამოვნო იყო მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ნახვა. ვიზიარებთ საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში და მზად ვართ, ეუთოს ჩართულობით სხვადასხვა მიმართულებით რეგიონალური თანამშრომლობის გაღრმავების პროცესში მივიღოთ მონაწილეობა”, – აღნიშნავს ეუთოს გენერალური მდივანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები