ირაკლი კობახიძე: გასაკვირი არ არის, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ დღეს არ აქვს ხალხის მხარდაჭერა
“გასაკვირი არ არის, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ დღეს არ აქვს ხალხის მხარდაჭერა, აქედან გამომდინარე, მათ არ აქვთ არავითარი რესურსი ქუჩაში”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ხალხმა დაინახა „ნაციონალური მოძრაობა“ მშვიდობას როგორ უპირისპირდებოდა.
„ყველა ვხედავთ, რომ „ნაცმოძრაობას“ არ აქვს არც ქუჩის რესურსი, არც არჩევნების რესურსი და ამას აქვს ერთი და იგივე მიზეზი. მიზეზი არის ის, რომ ამ პოლიტიკურ ძალას არ აქვს ხალხის მხარდაჭერა. ხალხმა ძალიან კარგად დაინახა ყველაფერი, რაც უკავშირდება ამ პოლიტიკურ პარტიას, მათ შორის დაინახა ისიც, თუ როგორ უპირისპირდებოდა „ნაციონალური მოძრაობა“ მშვიდობას ჩვენს ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ არის, რომ ამ პოლიტიკურ ძალას დღეს არ აქვს ხალხის მხარდაჭერა. აქედან გამომდინარე, მათ არ აქვთ არავითარი რესურსი ქუჩაში, 24-შიც დააანონსა „ნაცმოძრაობამ“ აქცია, თუმცა იქაც იგივე სურათს ვიხილავთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.