ბაღდათი-საირმეს და წყალთაშუა-კაკასხიდის მონაკვეთებზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის კმ28-კმ50 მონაკვეთზე (ბაღდათი-საირმე) ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
წყალთაშუა-კაკასხიდი-ზეკარის საავტომობილო გზის წყალთაშუა-კაკასხიდის მონაკვეთზე ასევე აღდგენილია ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება, ხოლო კაკასხიდი-ზეკარის მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.