წიგნის „შუა საუკუნეების საქართველოს ქრისტიანული ხელოვნების საგანძური” პრეზენტაცია გაიმართა
წიგნის „შუა საუკუნეების საქართველოს ქრისტიანული ხელოვნების საგანძური” პრეზენტაცია გაიმართა.
ამის შესახებ ინფორმაციას „საზოგადოება ივერიისა“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, ნაშრომის ავტორია ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ნანა ბურჭულაძე.
წიგნი ეძღვნება სრულიად საქართველოს კათოლიკოს -პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის აღსაყდრებიდან 45 და დაბადებიდან 90 წლის იუბილეს. წიგნი „საზოგადოება ივერიისა“-ს მხარდაჭერით დაიბეჭდა.
მათი ცნობით, მახათას მთაზე ღვთისმშობლის სავანის პროექტის მეორე მნიშვნელოვანი მიმართულება საგანმანათლებლო საქმიანობაა, რომელიც ითვალისწინებს თანამედროვე სამეცნიერო -კვლევითი და კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის მშენებლობას.
“ჩვენი მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობა და მისი გააზრების მნიშვნელობა „საზოგადოება ივერიისა“-ს ახალი საზოგადოებრივი კამპანიაა.
მეორე ეტაპი გახლავთ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის, მისი კვლევის, გაცნობიერების და საზოგადოებისთვის მიწოდება-კომუნიკაცია. სწორედ ამ ეგიდით მოხდა ამ მნიშვნელოვანი ნაშრომის მხარდაჭერა“, – აღნიშნა „საზოგადოება ივერიისა“-ს თავმჯდომარე გიორგი თავაძემ.
წიგნი ყველასათვის ხელმისაწვდომია. მისი მობილური და ვებ-ვერსიები შეგიძლიათ ნახოთ. „საზოგადოება ივერიისა“-ს ვებ გვერდზე www.iveriisa.ge .