წყალთაშუა-კაკასხიდი-ზეკარის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდა

წყალთაშუა-კაკასხიდი-ზეკარის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო, წყალთაშუა-კაკასხიდი-ზეკარის საავტომობილო გზაზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები