ყაველაშვილი: „კაგებეს“ ელიტარული მეთოდია, რასაც მიმართა სააკაშვილმა, მაგრამ უნიჭოა და ვერ შეასრულა

ეს არის „კაგებეს“ ელიტარული მეთოდი, რასაც მიმართა სააკაშვილმა, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, მიხეილ ყაველაშვილმა ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.

„ეს არის „კაგებეს“ ელიტარული მეთოდი, რასაც მიმართა სააკაშვილმა: თვითდაზიანებით იქამდე მიიყვანოს თავისი ორგანიზმი, რომ შემდეგ ამ კვლევებში გამოჩნდეს, რომ პაციენტი მართლაც მძიმედ არის და აუცილებლად უნდა დატოვოს პენიტენციური დაწესებულება, მაგრამ უნიჭოა და ვერ შეასრულა ეს“, – აცხადებს ყაველაშვილი.

პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის რამდენიმე ვიდეოკადრი გაავრცელა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები